არჩილ თალაკვაძე: ვეცდები, ქვეყანას პატიოსნად ვემსახურო!

არჩილ თალაკვაძე: ვეცდები, ქვეყანას პატიოსნად ვემსახურო!

  შინაგან საქმეთა სამინისტრო  არის ერთ-ერთი მოწინავე, თანამედროვე ორგანიზაცია, რომელშიც საზოგადებისერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნაწილი მუშაობს. აღნიშნული განცხადება  შონაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ  გააკეთა.


"იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმასაც ვგეგმავ, ალბათ, ჯერ ნაადრევია საუბარი. მოგეხსენებათ, აქამდეც საკმაოდ რთულ სისტემაში ვმუშაობდი და ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, რთული მისია, თუმცა, შესაძლებელი. ვეცდები, ისევე როგორც ეს იყო ჩემს წინა სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ვემსახურო ადამიანებს, მათ ინტერესებს და ქვეყანას გონივრულად და პატიოსნად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაზემ განაცხადა, მიმდინარე  ცვლილებები საქმეს უკავშირდება, ვიდრე პოლიტიკას.

"თუ პოლიტიკა არის საქმე და შედეგები, მაშინ ამასაც შეიძლება დავარქვათ პოლიტიკა, მაგრამ მე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაადგილება უკავშირდება მხოლოდ საქმის კეთებას და ვეცდები, საქმე გავაკეთო სწრაფად და ეფექტურად. ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი მოწინავე და თანამედროვე ორგანიზაცია, რომელშიც საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნაწილი მუშაობს. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა პოლიციელებს, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან ყოველდღიურად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: