პაატა ზაქარეიშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჩემს საქმიანობაში ჩარევის სურვილი არსოდეს ჰქონია!

პაატა ზაქარეიშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჩემს საქმიანობაში ჩარევის სურვილი არსოდეს ჰქონია!

  "გვიკვირს ხოლმე, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი წარმართავს პოლიტიკას".  ამის შესახებ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

 

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა,  მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი, მას არ ჰქონია არც ერთი შემთხვევა, როდესაც ყოფილ პრემიერს ჰქონოდა მცდელობა,რომ მისი უწყების საქმიანობის კორექტირება მოეხდინა.

"ორჯერ ვარ შეხვედრილი, ისიც საზოგადოდ. არასოდეს მიგრძვნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონია სურვილი ჩემს საქმიანობაში ჩარევისა და სხვა მინისტრებისგანაც მსმენია იგივე. ყველას გვიკვირს ხოლმე, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი წარმართავს პოლიტიკას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: