მანანა კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის კადრები ირაკლი ღარიბაშვილის კადრები არიან!

მანანა კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის კადრები ირაკლი ღარიბაშვილის კადრები არიან!

 ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ საკადრო ცვლილებების განხორციელება ჩვეულებრივი და ამავე დროს აუცილებელი პროცესია. აღნიშნული განცხადება საქარტელოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ  საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ადამიანების ცვლა არის ბუნებრივი პროცესი და თუ არის ამის საჭიროება, ეს უნდა გაკეთდეს. გადაადგილებები იქნება უფრო პოზიტივისკენ და უკეთესობისკენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ და უნდა გავატაროთ რეფორმები ყველა სფეროში. ამისთვის, თუკი რომელიმე კონკრეტული ადამიანების ცვლილებაა საჭირო, რა თქმა უნდა, მთავრობამ ამაზე უარი არ უნდა თქვას. წინა ხელისუფლებას ეს ცვლილებები არ უნდა უკვირდეს, როცა მინისტრების დონეზე ხდებოდა ძალიან ხშირი ცვლილებები. მე ვერ გავიგე, ვინ ჰყოფს ამ კადრებს. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის კადრები არიან ირაკლი ღარიბაშვილის კადრები. ღარიბაშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პიროვნებაა. კადრებად დაყოფა, მიმაჩნია, რომ არასწორია. ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი და აქედანაც სკანდალის გაკეთება უნდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა მანან კობახიძემ .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: