კონსტანტინე კუბლაშვილი: ვიცი თითოეული ხარვეზი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას აბრკოლებს!

კონსტანტინე კუბლაშვილი: ვიცი თითოეული ხარვეზი, რომელიც სასამართლოს  დამოუკიდებლობას აბრკოლებს!

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარესის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს არის ძალიან მაღალი.


"გუშინ ვთქვი, რომ ჩვენი სასამართლო მუშაობს დღეს თანამედროვე სიტუაციაში ისე, როგორც მას ეძლევა საშუალება, მუშაობს იმ დამოუკიდებლობის პირობებში, რომელიც დღეს გვაქვს. ეს დამოუკიდებლობა არის ძალიან მაღალი, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა. თუმცა, მე მაინც ვისურვებდი, უკეთესი ყოფილიყო, იმიტომ, რომ მე ვიცი თითოეული ხარვეზი, რაც აბრკოლებს, რომ ასი პროცენტით დამოუკიდებელი იყოს სასამართლო", - განაცხადა კონსტატინე კუბლაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: