ირინე იმერლიშვილი: თუ ებოლას ერთი შემთხვევა მაინც იქნება გამოვლენილი, ჩვენი ჯარისკაცების სრული ევაკუაცია მოხდება!

ირინე იმერლიშვილი: თუ ებოლას ერთი შემთხვევა მაინც იქნება გამოვლენილი, ჩვენი ჯარისკაცების სრული ევაკუაცია მოხდება!

"ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაცია EUFOღ ღჩA-ში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ოცეულის გაგზავნის შესახებ" საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2014 წლის 2 დეკემბრის N22 ბრძანება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.

იმერლიშვილის თქმით, ქართულ მხარეს ევროკავშირმა მომართა თხოვნით, რათა  საქართველოს შეიარაღებული ძალების ორ ოცეულს 2015 წლის აპრილამდე გაუგრძელდეს საქმიანობის  ვადა.

"მისია 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით უდანაკარგოდ ასრულებს თავის მოვალეობას. ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ დადებითადაა განწყობილი ქართველი ჯარისკაცების მიმართ. ქართველ ჯარისკაცებს ქალაქ ბანგის აეროპორტის დაცვა და კონტროლი ევალებათ. ცენტრალურ აფრიკაში მალარიის პრობლემაა, თუმცა ყველა ჯარისკაცს უტარდება ვაქცინაცია. ებოლას ინფექციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ებოლას ერთი შემთხვევა მაინც იქნება გამოვლენილი, ჩვენი ჯარისკაცების სრული ევაკუაცია მოხდება",- აცხადებს იმერლიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: