დავით კერესელიძე: ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა!

დავით კერესელიძე: ამ  გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძე აშშ-ს მიერ საქართველოსთვის  30-მილიონიანი  დახმარების გამოყოფას ეხმაურება.

"ერთი პროგრამა არის საგარეო-სამხედრო დაფინანსების პროგრამა, მეორე არის არა პროგრამა, უფრო ინიციატივა,  რომელსაც ჰქვია, ევროპის მხარდაჭერის ინიციატივა. ორივე ამ პროგრამასა და  ინიციატივაში არის მოხსენიებული საქართველო და გამოყოფილია სოლიდური თანხები ჩვენს დასახმარებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც სენატმა, ისე კონგრესში ამ გადაწყვეტილებას  მხარი დაუჭირა ორივე პარტიამ, როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა",-აცხადებს კერესელიძე.

ცნობისთვის, საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. 
"2015 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების ასიგნებების ნაწილში, საქართველოსთან მიმართებით საყურადღებოა, რომ საგარეო სამხედრო დაფინანსების (Foreign Military Financing - FMF) პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი. ამას გარდა, "ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" (European Reassurance Initiative - ERI) ფარგლებში, 57 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარების გაზრდის მიზნით. დამატებით, 25 მლნ დოლარია გათვალისწინებული ევროპაში და ევრაზიაში აშშ-ის პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართულებით",-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: