ვახტანგ ძაბირაძე: "ქართული ოცნებისთვის" უმჯობესი იქნება, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიემხრობა!

ვახტანგ ძაბირაძე: "ქართული ოცნებისთვის" უმჯობესი იქნება, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიემხრობა!

"პარტიაში ყველა  ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას, ბოლო პერიოდში კი აქტიურად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც". აღნიშნულზე ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ  დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

 

  ანალიტიკოსმა პარტია "ქართულ ოცნებაში" და ხელისუფლებაში განხორციელებული გადაადგილებები მიმოიხილა. 

"პარტიაში ყველა ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას. ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

"უფრო მეტად გამოჩნდა ივანიშვილი, მისი პოლიტიკური სილუეტი უკვე ჩანს სცენაზე. მისი რეაქციები გასაგებია, რადგან საზოგადოებაში ყველა მიიჩნევს, რომ ეს არის ივანიშვილის მთავრობა და წარმატებას თუ წარუმატებლობას უკავშირებენ სწორედ მას", - განაცხადა  ძაბირაძემ.

კონფერენციის მსვლელობისას ვახტანგ ძაბირაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის"  უმჯობესი იქნება, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.

"ორი წელი არის დაკარგული, ამ ორი წლის განმავლობაში რაც განხორციელდა, არის ხელისუფლების სრული ჩანაცვლება. იმავე სისტემაში და გარემოში ვცხოვრობთ, რაშიც ვცხოვრობდით, დარჩენილი ორი წელი კი ხელისუფლებას არ ეყოფა რეფორმების განსახორციელებლად, ამიტომ მისთვის უმჯობესია, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიემხრობა",  - განაცხადა  ვახტანგ ძაბირაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: