თეა წულუკიანი: ამნისტიის საკითხზე ვმუშაობთ

თეა წულუკიანი: ამნისტიის საკითხზე ვმუშაობთ

"იუსტიციის სამინისტროში ამ დრომდე  შემოდის უამრავი საჩივარი, მათ შორის ჩემს სახელზეც. არც ერთს დავტოვებ უყურადღებოდ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.


მისი თქმით, აუცილებელია გადამოწმდეს და მოძიებულ იქნას შესაბამისი ფაქტობრივი მასალა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. საზოგადოებას ბევრი კითხვა და პრეტენზია აქვს.


წულუკიანი გაოცებას არ მალავს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ  შეესაბამებოდა ერთმანეთს ქვეყნის საგარეო კურსი და ხელისულფების მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი საქმიანობა. "ეს ადამიანები  ხელისუფლების სათავეში იყვნენ და მიისწრაფვოდნენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ, მაგრამ  საინტერესოა, როგორ?" - ამბობს წულუკიანი.


როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული სხვა მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ. იგეგმება როგორც 7 ნოემბრის, ისე 26 მაისის ამბების გამოძიება. თეა წულუკიანმა განმარტება გააკეთა აგრეთვე ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით და ბრძანა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ეკა ბესელიასთან, რათა მოხდეს ციხეების განტვირთვა.


თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში აღარ იქნება. "იუსტიციის სამინისტროს აღარ ექნება სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება. ეს პროკურატურის პრეროგატივა იქნება", - განმარტავს მინისტრი.


წულუკიანი ამნისტიის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ეს საკითხი შემუშავების პროცესშია. "შევისწავლით ყველა პატიმრისა და პრობაციონერის საქმეს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს. პროცესი საჯარო იქნება,  რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება თავალყური ადევნოს სამინისტროს მუშაობის პროცესს.  მისივე განმარტებით, მიმდინარეობს პოლიტპატიმრების საკითხის განსილვაც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: