თინათინ ხიდაშელი: გივი თარგამაძე, ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა ხოლმე!

თინათინ  ხიდაშელი: გივი თარგამაძე, ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა ხოლმე!

 საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "კალოშებთან" დაკავშირებით ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ფრაზას გამოეხამურა.

"კალოშებია" დღეს აქ ძალიან პოპულარული თემა და ბევრჯერ იკითხეს, ვის გულისხმობდა ფინასთა მინისტრი, დღევანდელ დეპუტატებს თუ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ორივეს თითო მაგალითს გეტყვით. ბატონი კეზერაშვილი, რომელიც პატარა, უქონელი ბიჭი, ერთ დროს დროშებს ატრიალებდა და დღეს ყველაზე მდიდარი კაცია საქართველოში, საქართველოშივე ნაშოვი ფულის პირობებში. არასოდეს, არც ერთი დღე, მას სახელმწიფო თანამდებობების იქით არ უმუშავია და მილიონები შეაგროვა. კიდევ შემიძლია გავიხსენო გივი თარგამაძე, ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა ხოლმე და მერე რაღაცნაირად ძალიან დიდი შესაძლებლობები გამოუჩნდა. თუ გაინტერესებთ, სია საკმაოდ დიდია, რომელზეც შეგვიძლია დეტალურად მოგიყვეთ, თუ როგორ შოულობდნენ ფულს სახელმწიფო სამსახურებში", -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: