ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის სამინისტროს დიდი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს!

ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის სამინისტროს დიდი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს!

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


"2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ბევრი საკითხია, რომელსაც  "თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვუჭერთ. თავის დროზე ჩვენ მონაწილეობა მიღებული გვაქვს ბიუჯეტის შემუშავებაში და ვთვლით, რომ ძალიან მნიშველოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს უფრო დიდი ბიუჯეტი გააჩნია, ვიდრე მანამდე ჰქონდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის. რესურსების სიმწირე იყო განმაპირობებელი იმისა, რომ ორ წელიწადში 30 000-მდე ჯარისკაცის კვების საკითხი ვერ მოგვარდა", - განაცხადა ჩიქოვანმა.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: