არასამთავრობო ორგანიზაცია "ნოვატორები" დღეს კასპში ჩავა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ნოვატორები" დღეს კასპში ჩავა

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ნოვატორები" დღეს კასპში ჩავა და იქ მაცხოვრებლებს შეხვდება. ივერიონს "ნოვატორების" ლიდერი ვაკო ფაჟავა დაუკავშირდა.

 

   -"მოსახლეობის დიდი სურვილია რომ ჩავიდეთ ადგილზე, აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა (გზების და ასე შემდეგ),  გამგეობსათან შეიკრიბება ხალხი, იქ აქციას ჩავატარებთ, მოვუწოდებთ საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, ასევე უნდა დავნიშნოთ კასპში ჩვენი წარმომადგენელი და შემდეგ ვესტუმრებით ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც გადავცემთ საჩუქრებს.

   -ეს ერთჯერადი გასვლა იქნება, თუ გეგმავთ სხვა რაიონებშიც ჩახვიდეთ?

   -ვაპირებ ასე მთელი საქართველო შემოვიაროთ.

 

   ვისაც სურვილი აქვს რაიმე ნივთი, პროდუქტი ან თბილი ტანსაცმელი გაუგზავნოს კასპში მცხოვრებ ადამიანებს, მიიტანეთ ნაძალადევის მეტროსთან დღეს 14 საათზე, სადაც "ნოვაროტების" წევრები იქნებიან შეკრებილები. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: