სერგო რატიანი: საქართველოს მთავრობა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხზე ვერ რეაგირებს!

სერგო რატიანი: საქართველოს მთავრობა  საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხზე ვერ რეაგირებს!

   როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი აცხადებს, საყდრისთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობას უნდა მოეთხოვოს. განცხადება ამის შესახებ ატიანმა თემის კომენტირებისს განაცხადა.


"მთავრობა ვერ რეაგირებს საზოგადოებისათვის საჭირბოროტო ვერცერთ საკითხზე, ანექსიაზე, კურსის ცვალებაზე, ვერაფერზე. სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად რეაგირებს კლანის ინტერესზე. ვფიქრობ, რომ ეს არის არა რომელიმე კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობის, არამედ მთლიაანდ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი." - აცხადებს სერგო რატიანი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მუშაობა განაახლა. სამუშაობის გაგრძელებისათვის შესაბამისი ბრძანებულება კულტურის სამინისტრომ 12 დეკემბერს გასცა. საბადოზე სამუშაოები პროტესტის მიუხედავად  გრძელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: