დავით ბაქრაძე:ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებას!

დავით ბაქრაძე:ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებას!

  როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ, აღიარებული იქნება ის პროგრესი, რის გამოც საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მოხდა.


 ბაქრაძის განაცხადებით, ევროპარლამენტში საკითხის განხილვა 17 დეკემბერს დაიწყება, ხოლო საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია კი 18 დეკემბერსაა დაგეგმილი.

"რამდენადაც მე ვიცი, განიხილება რეზოლუცია, რომლის საბოლოო პროექტი მიღების შემდეგ იქნება ცნობილი. შესაბამისად, რეზოლუციაში მოყვანილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება მთავრობის მიერ, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღიარებული იქნება ის პროგრესი, რის გამოც საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მოხდა. ეს არის პროგრესი მედიათავისუფლების, პროგრესი შრომითი უფლებების, სასამართლო რეფორმის, საკუთრების უფლებისა და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2 წლის ანგარიშსა და მომავალი წლის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: