თამარ ბერუჩაშვილი - ე.წ. ხელშეკრულება რეგიონში ვითარებას ფუნდამენტურად ცვლის!

თამარ ბერუჩაშვილი - ე.წ. ხელშეკრულება რეგიონში ვითარებას ფუნდამენტურად ცვლის!

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება რიგითი დოკუმენტი არ იქნება და ის რეგიონში ვითარებას რადიკალურად ცვლის.  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა  ჟურნალისტებთან რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"ეს მუშაობა დაწყებული იყო მანამდე, ვიდრე აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულება გაფორმდებოდა. ჩვენი პრიორიტეტია მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა და მაქსიმალურად დეტალურად ავუხსნათ პარტნიორებს, რომ, ეს არ არის კიდევ ერთი ხელშერკულება, რომელზეც საუბრობს რუსეთი, არამედ ეს ფუნდამენტურად ცვლის ვითარებას რეგიონში ამ თემაზე მიდის ძალიან სერიოზული დიალოგი ყველა დონეზე და ეს საკითხი ყველა შეხვედრის თემაა. ვგეგმავთ სპეციალური კონფერენციის მოწყობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა მეტი დისკუსია და ჩართულობა." - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: