ზაზა სოფრომაძე: სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი რესურსები მიზნობრივი უნდა იყოს!

ზაზა სოფრომაძე:  სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი რესურსები მიზნობრივი უნდა იყოს!

მთავარია  სოციალურ დახმარებისთვის გამოყოფილი რესურსები იყოს მიზნობრივი და იმ ადამიანებისკენ მიემართოს, რომლებიც ამ ტიპის დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. აღნიშნულ საკითხზე  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაემ გადაცემა  "რეაქციაში" ისაუბრა.


"მსოფლიოში არ არსებობს სოციალური დახმარების ისეთი სისტემა, რომელიც უნივერსალური იქნება და ასე ერთბაშად გადაწყვეტს ყველა სოციალურ პრობლემას. მთავარია, სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი რესურსები იყოს მიზნობრივი და მიემართოს იმ ადამიანებისკენ, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ ტიპის დახმარებას.
დღესდღეობით შემოდის ახალი სისტემა. ცვლილებები იგეგმება ამ სისტემაში, სადაც მოხდება დიფერენცირება სოციალური დახმარების. გამოიყოფა რამდენიმე კატეგორია შემწეობის მიმღებების. ყველაზე მეტ დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა იქნება 30 000 ქულაზე ნაკლები. შემდეგ მოხდება დიფერენცირება 30 000 ქულიდან 57 000 ქულამდე; 57 000-დან 60 000-მდე და 60 000-დან 65 000-მდე.


გარდა ამისა შემოდის დამატებითი ბენეფიტები იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ბავშვი არის. ეს კიდევ დამატებითი შემოსავალი გახდება ამ ოჯახებისათვის. იმ ადამიანებს, რომელთა ქულებიც 30 000-ზე ნაკლები იქნება, თითქმის გაუორმაგდებათ დახმარება", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: