გიგლა ბარამიძე : დღევანდელი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილებების აღმსრულებლად იქცა!

გიგლა ბარამიძე : დღევანდელი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილებების აღმსრულებლად იქცა!

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" საყდრისთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

როგორც  გიგლა ბარამიძემ განაცხადა, საყდრისში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" ძალიან მალე დაადგა მისი წინამორბედის გზას.


"დღევანდელი ხელისუფლება პრეზიდენტყოფილის სამარცხვინო გადაწყვეტილებების აღმსრულებლად იქცა. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა მოუხსნა საყდრისს ძეგლის სტატუსი, ხოლო დღეს მისი განადგურება, "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციებით, უქმე დღეს, ღამით, მალულად, აფეთქებით განახორციელა ."ქართულმა ოცნებამ", არ შეისმინა არც ხალხის, არც პატრიარქის და ერთპიროვნულად მიიღო გამოუსწორებელი, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. "ოცნება", რომელიც ვერ მოერია უახლოესი წარსულის დანაშაულებებს, ებრძვის ექვსიათასი წლის წინანდელ ისტორიას", - განაცხადა ბარამიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: