19დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება

19დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება

 19 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე VIII მოწვევის საშემოდგომო სესია დაიხურება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული. მანანა კობახიძის ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის დახურვასთან ერთად, ბიუროს წევრები რიგგარეშე სესიის მოწვევის თარიღზე და განსახილველ საკითხებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.


ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან დარჩენილი კანონპროექტები, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ მთავრობის მიერ "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოდგენილ კანონპროექტზე შენიშვნები გამოთქვა.


კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით მოსაზრებები ბიუროს წევრებმაც გამოთქვეს. მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე კვირაში კომიტეტი კანონპროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას გამართავს და გადაწყვეტილებას საკითხის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით, პარასკევის ბიუროს სხდომას წარუდგენს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: