არჩილ კბილაშვილი: "არემჯი გოლდის" ქმედებები კანონიერია!

არჩილ კბილაშვილი: "არემჯი გოლდის" ქმედებები კანონიერია!

  საყდრისში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანიის ქმედებები კანონიერია და ასევე  საზოგადოების ინტერესებშიც არის. აღნიშნული განცხადება "არემჯი გოლდის" სამართლებრივმა მრჩეველმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა.

"მე კომპანიის წარმომადგენელი ვარ და ბუნებრივია, ჩემი ხედვა არის კომპანიის სამართლებრივი ხედვა. კომპანიას მიაჩნია, რომ მის ქმედებაში დაცულია სამართლებრივი მხარე.

ამ თვალსაზრისით, კომპანია ფართო მუშაობას აწარმოებს საზოგადოებასთან. მე იმედი მაქვს, რომ ამ განმარტებით სამუშაოებს შესაბამისი შედეგი მოჰყვება და საზოგადოება დაინახავს, რომ ამ შემთხვევაში მოქმედება რაც განხორციელდა, იყო როგორც კანონის შესაბამისი, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებშიც",-აცხადებს კბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მუშაობა განაახლა. სამუშაობის გაგრძელებისათვის შესაბამისი ბრძანებულება კულტურის სამინისტრომ 12 დეკემბერს გასცა. საბადოზე სამუშაოები პროტესტის მიუხედავად  გრძელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: