მანანა კობახიძე: ფუნქციები ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველ ორგანოებს შორის უნდა გაიმიჯნოს!

მანანა კობახიძე:  ფუნქციები ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველ ორგანოებს შორის უნდა გაიმიჯნოს!

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების 9 თვით გადავადებას ითხოვს მთავრობა. მოქმედი კოდექსის მიხედვით, მთავრობას მიმდინარე წლის ბოლომდე ჰქონდა ვადა იმისთვის, რომ უზრუნველეყო სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება.

"უნდა გაიმიჯნოს ფუნქციები ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველ ორგანოებს შორის. კიდევ არის საჭირო ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა, რაც სამწუხაროდ ვერ მოესწრება იანვრამდე. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების ამოქმედების, შეტანის და მიღების გადავადება",-განაცხადა კობახიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: