სოზარ სუბარი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს!

სოზარ სუბარი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს!

ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.
განცხადება ამის შესახებ სოზარ სუბარმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, დავით ონოფრიშვილის განცხადებასთან დაკავშირებითგააკეთა, რომლის მიხედვითაც, დევნილთა სამინისტროს თანხების ხარჯვის პრობლემა აქვს.
"ჩემთვის ცოტა გაუგებარი ვითარებაა – შეიძლება, გარემოს დაცვის კომიტეტის ან რომელიმე სხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე ოპოზიციონერი, მაგრამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს ოპოზიციონერი. ოპოზიციონერი თუ განმისაზღვრავს ქვეყნის ბიუჯეტს და რაში ვხარჯო ფული, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე - ვყოფილვარ ოპოზიცია. ეს ჩვენი სისუსტეა", - განაცხადა სუბარმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება არის სიცრუის ტირაჟირება- აცხადებს სუბარი.
"ეს არის ტყუილი და ონოფრიშვილს შეეძლო, გადაემოწმებინა. ამ წუთის მონაცემებით, საკასო შესრულება არის 85%, ვალდებულებთან ერთად 90% და იმედი გვაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე 90% მიუხლოვდება 100%-ს. მართლა იყო პრობლემა, როდესაც მე მოვედი სამინისტროში, შესრულება პრაქტიკულად არ იყო, არც ერთი თეთრი არ იყო მშენებლობების საქმეში ათვისება. ამის შემდეგ მიმდინარეობდა პროექტების დაზუსტება. ამ დროისთვის 85% არის საკასო ათვისება და კვირის ბოლოს ეს პროცენტი მიუახლოვდება 100%-იან ათვისებას. ასე რომ, ათვისების პრობლემა არ არის", - განაცხადა სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: