სოზარ სუბარი: ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია!

სოზარ სუბარი: ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია!

  როგორც  საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.


 სოზარ სუბარი ასევე  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია დავით ონოფრიშვილის თანაშემწესთან. დავუზუსტეთ ციფრები, მან რატომღაც აიღო ის ციფრები, რომლებიც, ეტყობა, უფრო აწყობდა. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეობას, მე არ მითქვამს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ზოგადად ოპოზიციონერი არ უნდა იყოს. გუშინაც ვთქვი, რომ შეიძლება იყოს გარემოს დაცვის კომიტეტის, იგივე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არ ჩამითვალოთ, ბესელიას ვებრძვი, მაგრამ ოპოზიციონერი შეიძლება იყოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეც, მაგრამ ბიუჯეტი განსაზღვრავს პოლიტიკას, რა მიმართულებით ვვითარდებით. მიმაჩნია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თუ ოპოზიციაში უდგას ბიუჯეტს და განმისაზღვრავს პრიორიტეტს, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე  ოპოზიცია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რამდენიმე დღის წინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, "თავისუფალი დემოკრატების"  წარმომადგენელმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვის პრობლემა აქვს. მან ერთ-ერთ მაგალითად იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაასახელა.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: