სტუდენტურმა მოძრაობა "მწვანე მუშტმა" და საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენცია ჩაშალეს

სტუდენტურმა მოძრაობა "მწვანე მუშტმა" და საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა  ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენცია ჩაშალეს

სტუდენტურმა მოძრაობა "მწვანე მუშტმა" და საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენცია ხმაურითა და შეძახილებით ჩაშალეს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ვაგრძნობინოთ საკუთარი პასუხისმგებლობა, ყველას გახსოვთ, ვინ არის ორჯონიკიძე და ყველას გემახსოვრებათ, ვინ არის ანთიძე. საქართველოს მასშტაბით ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველამ გაიგოს, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საყდრისის ნგრევას", - განაცხადა სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: