ნიკოლოზ ანთიძე: კულტურის მინისტრი პატრიარქს აუხსნის, საყდრისთან დაკავშირებით რა პროცესებთან გვაქვს საქმე!

ნიკოლოზ ანთიძე: კულტურის მინისტრი პატრიარქს აუხსნის, საყდრისთან დაკავშირებით რა პროცესებთან გვაქვს საქმე!

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ანთიძემ განაცხადა,  პროცესი კანონის სრული დაცვით ვითარდება, კულტურის მინისტრი პირადად შეხვდება პატრიარქს და აუხსნის, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე.

"პატრიარქის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ვინც უნებართვოდ აწარმოებს სამუშაოებს, ვინც კი ძეგლს დააზიანებს, ყველა დაისჯება. საყდრისი – ყაჩაღიანის შემთხვევაში, ეს ცოტა სხვაგვარად არის, აქ ყველაფერი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ბატონი მინისტრი უწმინდესობას შეხვდება და აუხსნის, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე",- განაცხადა ნიკა ანთიძემ.

ანთიძის თქმით, სააგენტომ საყდრისთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ძეგლთა დაცვა არის მოწოდების სიმაღლეზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კეთილშობილ და კარგ საქმეს ვემსახურებით და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ", -აცხადებს ანთიძე.

 შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა საყდრისზე აფეთქებები დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: