ზაქარია ქუცნაშვილი:-"მთავარია შედეგი და არა ის, სააკაშვილი სად იჯდება და რომელ ტელევიზიას რა ინტერვიუს მისცემს"

ზაქარია ქუცნაშვილი:-"მთავარია შედეგი და არა ის, სააკაშვილი სად იჯდება და რომელ ტელევიზიას რა ინტერვიუს მისცემს"

   უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა წინასწარ მიულოცა საზოგადოებას რატიფიცირებაზე ხელმოწერა და განაცხადა, რომ დღეს, თბილისის დროით 14 საათზე კიდევ ერთი ისტორიული მოვლენის მოწმენი გავხდებით.

   -"მთავარია ხელმოწერის შინაარსი და არა იქ დამსწე საზოგადოება. უვიზო რეჟიმით ათასობით ადამიანს ექნება საშუალება წლების მანძილზე უნახავი ახლობლები ნახოს, შედეგობრივია თავისუფალი სავაჭრო ზონის ამოქმედება და არა ის, სააკაშვილი სად იჯდება და რომელ ტელევიზიას რა ინტერვიუს მისცემს. დღეს ხელი ეწერება ერთ-ერთ უნიკალურ გამოვლინებას და ჩვენს შანს შემდგომი განვითარებისთვის".

   მისივე თქმით აუცილებელია რეფორმების განხორციელება, რათა მოვძებნოთ ის ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის. ქუცნაშვილი აცხადებს, რომ "ამ კუთხით ბევრი რამ გასასწორებელია და სამუშაოც შრომატევადი". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: