ნორა კვიციანი:-"საქმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს"

ნორა კვიციანი:-"საქმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს"

  ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი აცხადებს, რომ კვიციანის ოჯახი სასამართლოს ჩანიშვნას ელოდება. მისი თქმით ემზარ კვიციანს კრიმინალური ხელისუფლების მიერ შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე მიესაჯა 12 წელი და საქმეში პოლიტიკური კვალი იკვეთება.

   -"ველოდებით პროცესის ჩანიშვნას და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს.სამშობლის სიყვარულისთვის და დაცვისთვის მე თითქმის 7 წელი გავატარე ციხეში, ემზარს 12 მიუსაჯეს, ჩემს შვილს კი ფაქტობრივად აღარ დაედგომება ქვეყანაში… მე მდიდარი ვარ იმით, რომ მთელი საქართველო ჩემს გვერდით დგას. ყველამ იცის, რომ ეს საქმე შეთითხნილია საქართველოს ყოფილი, კრიმინალური ხელისუფლების მიერ, თუმცა ახლაც ემზარს სასჯელი წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიების მიხედვით მიუსაჯეს. გენერალი და პარლამენტის 32 დეპუტატი უდგებოდა თავდებში ემზარს, მაგრამ პროკურატურამ ეს არ გაითვალისწინა, იმიტომ რომ საქმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.ეს არის პოლიტიკური საქმე. ამიტომ თუ სასამართლომ ის არ გაამართლა და გადაწყვეტილება არ შეცვალა, უკიდურეს ზომებს მივმართავ ",- განაცხადა ნორა კვიციანმა.

   შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნასა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: