გიორგი ვოლსკი: ევროკავშირი საქართველოსთან გაცილებით უფრო ფართო სპექტრის ურთიერთობას იხილავს!

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირი საქართველოსთან გაცილებით უფრო ფართო სპექტრის ურთიერთობას იხილავს!

"ევროკავშირის პოლიტიკური ხელისუფლება გაცილებით უფრო საქმიან და უფრო ფართო სპექტრის ურთიერთობას იხილავს საქართველოსთან", - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრაველესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.


"ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მნიშვნელოვანია, რამდენადაც აყალიბებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ძალიან მკაფიო კონტურებს. ეს არის ის არჩევანი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ განვითარებას და რასაკვირველია, უსაფრთხოების უფრო მაღალ ხარისხს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

ევროპარლამენტი დღესვე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: