კონსტანტინე კუბლაშვილი: ყველამ სწრაფად უნდა აუღოს ალღო იმ ცვლილებებს, რაც მართლმსაჯულების სისტემაში ხდება!

კონსტანტინე კუბლაშვილი: ყველამ სწრაფად უნდა აუღოს ალღო იმ ცვლილებებს, რაც მართლმსაჯულების სისტემაში ხდება!

პროკურატურის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება პროკურორთა მუდმივ გადამზადებაზე ზრუნვა უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა გააკეთა.  

 

 მისი თქმით, რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება კვალიფიკაციის ამაღლება უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანი პროკურორთა მუდმივ გადამზადბაზე ზრუნვა.


"ვერ გეტყვით, რა კუთხით შეიძლება მოხდეს რეფორმირება. პირველ რიგში, რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება აქაც უნდა იყოს კვალიფიკაციის ამაღლება და მოქმედ პროკურორთა მუდმივ გადამზადებაზე ზრუნვა. ეს არის ყველაზე მთავარი, რადგან ძალიან ბევრი რამ იცვლება ჩვენთან და ძალიან სწრაფად. ყველამ ძალიან სწრაფად უნდა აუღოს ალღო იმ ცვლილებებს, რაც მართლმსაჯულების სისტემაში ხდება, რათა სასამართლოში პროცესზე ბრალდებულის უფლებები დაცული იყოს არა მარტო ადვოკატის მხრიდან, არამედ პროკურატურის მხრიდან, როცა მას ბრალს წარუდგენენ და როდესაც მის მიმართ გარკვეულ მტკიცებულებებს იყენებენ. ამიტომ მათი კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანი, რომელიც მართლაც დამნაშავეა, შემდეგ მტკიცებულების კარგად წარმოდგენის საფუძველზე სასამართლომ მიიღოს გამამატყუნებელი გადაწყვეტილება. თუკი მათი მომზადება, კვალიფიკაცია იქნება ასეთ უმაღლეს დონეზე, მაშინ სასამართლო მათ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, კარგად გამოიყენებს განაჩენის დასასაბუთებლად", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: