დავით ბაქრაძე: ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა!

დავით ბაქრაძე: ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა!

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტში საგარეო საქმეთა მინისტრი ან მისი მოადგილე ყოველთვის მონაწილეობს.აღნიშნული განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

 რატიფიცირების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება და ქართული მხარე ღირსეულად იქნება წარმოდგენილი, აღნიშნა ბაქრაძემ

"დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც მოხდება ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. გარდა ამისა დანიის სამეფო ახორციელებს რატიფიცირებას. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა. რატიფიცირების პროცესი არის საპარლამენტო ვალდებულება და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ იქ წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება იმას, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად არის დაესწროს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, არის ძალიან მისასალმებელი ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტში საგარეო საქმეთა მინისტრი ან მისი მოადგილე ყოველთვის მონაწილეობს", - განაცხადა ბაქრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: