პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლში გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლში გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს

ქვემო ქართლში სახელმწიფო  რწმუნებულის თანამდებობას პაატა ხიზანაშვილი დაიკავებს. ახალდანიშნული გუბერნატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური და მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტების კურსდამთავრებულია, ასევე განათლება  გერმანიაში აქვს მიღებული .

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: