გიორგი მარგველაშვილი: საბოლოო ჯამში, ვიპოვით პოლიტიკურ ბალანსს!

გიორგი მარგველაშვილი:  საბოლოო ჯამში, ვიპოვით პოლიტიკურ ბალანსს!

"დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ვიპოვით პოლიტიკურ ბალანსს", -განცხადება  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რეზოლუციაში საუბარია ბევრ საკითხზე, მათ შორის შერჩევითი სამართალის საკითხებზე. მადლობა ჩემს ევროპელ კოლეგებს, რომ ბევრი იდებატეს ამასთან დაკავშირებით და იცნობენ იმ საკითხებს, რაც მიმდინარეობს საქართველოში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ამ კომენტარებს და, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, შემიძლია განვაცხადო, რომ ქვეყანამ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადადგა. რა თქმა უნდა, ვითარება საქართველოში არ არის მარტივი, რადგანაც ხელისუფლების ცვლამ მოიტანა გარკვეული ცვლილებები, განსაკუთებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დრო სასამართლოებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლო ჯამში ვიპოვით პოლიტიკურ ბალანსს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ყოფილ მაღალჩინოსნებს უკავშირებათ. ევროპარლამენტარების განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე მას ყურადღებით ვუსმენ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ეს არის რთული პროცესი და ამ პროცესის დასრულებას დრო სჭირდება. კანონებისა და პროცედურების დაკვირვებით ჩვენ მოვახერხებთ სწორი ბალანსის პოვნას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: