მთავარია რეფორმების ტემპი არ შენელდეს

მთავარია რეფორმების ტემპი არ შენელდეს

   ექსპერტები საქართველოსა და ევროკავშირს შორის რატიფიცირების ხელმოწერას უმნიშვნელოვანესს უწოდებენ, მაგრამ ამბობენ, რომ რეფორმების ტემპი არ უნდა შენელდეს.

 

   -"ინტეგრაციის გზა გულისხმობს ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმების ტემპის დაჩქარებას, რამდენად მზად არის ესა თუ ის უწყება დღეს რეფორმებისთვის? მინდა მჯეროდეს, რომ მზად არის, თუმცა მთელი რიგი მიმართულებებით ეს მზადყოფნის ტემპი დღეს სამწუხაროდ ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა უკეთესი ხედვა, სტრატეგიის ქონა და მთავრობის სხვადასხვა უწყების ეფექტური კოორდინაცია"-ამბობს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში პაატა გაფრინდაშვილი.

 

   რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე კი აცხადებს,  რომ აუცილებელია "რეფორმები განხორციელდეს ჭკვიანურად და სტრატეგიულად".

   -"რაც მთავარია მტკივნეული რეფორმების ჩატარება არ დაბრალდეს ევროკავშირს, როგორც ხდებოდა აქამდე. მახსენდება რამდენიმე შემთხვევა-ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მიგრაციის კანონმდებლობა და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმაბი გატარდეს იმის გამო, რომ ჩვენ გვჭირდება და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ მოგვახვია თავს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: