მიხეილ სააკაშვილი:-"რამდენჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე!"

მიხეილ სააკაშვილი:-"რამდენჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე!"

   სტრასბურგში სტუმრის სტატუსით მყოფი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შესახებ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა:

 

   -"საქართველო რომ ევროპის ნაწილია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. საქართველოში რომ არის პრობლემები ამას ნახავთ რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ. საქართველო ყოველთვის იყო ხუთოსანი და ათოსანი ამ პროცესების, რამდენჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე! ფაქტია ახლა სამიანზე ძლივს ვქაჩავთ. მე მიხაროდა ამ ქალაქში ჩამოსვლა, იმიტომ რომ ხუთოსნები ვიყავით. ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, არ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ოროსანი და სულ გვემუქრებოდნენ-სასემოდგომოს გამოგაყოლებთ, კლასში ჩაგტოვებთ, გაგრიცხავთ. რატომ!"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: