თამარ ბერუჩაშვილი:ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია!

თამარ ბერუჩაშვილი:ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია!

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის ახალი სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა მიმართულებით", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილი.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და გამთლიანებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი.

"ეს არის საქართველოს მოდერნიზაციის და ევროპეიზაციის გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვას ყველა მიმართულებით", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: