ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეჭვქვეშ აყენებს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეჭვქვეშ აყენებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკური დესტაბილიზაცია ევროპას საფრთხეს შეუქმნის.

შტაინმაიერმა ყოველკვირეული გერმანული გამოცემისათვის Der Spiegel მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციების გაგრძელებამ შესაძლოა რუსეთში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მინისტრის თქმით, იმას ვისაც რუსეთის ეკონომიკურად მუხლებზე დაყენება სურს, ცდება თუ ფიქრობს რომ ეს ევროპის უსაფრთხოებას გაზრდის. "მე შემიძლია მხოლოდ გაგაფრთხილოთ" - განაცხადა შტაინმაიერმა, რომელიც მისი თანაპარტიელების მსგავსად რუსეთის მიმართ სიპმათიებითაა ცნობილი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინააღმდეგია. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის კრიზისის გამო ნდობა დაკარგვა ძვირი უჯდება. რუბლის დრამატული დაცემისა და ენერგომატარებლების გაიაფების პირობებში საუბარია კონკრეტულ ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისზე, რაც თავის მხრივ იმოქმედებს რუსეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. "ჩვენ ინტერესებში არ არის, რომ ეს სიტუაცია კონტროლიდან მთლიანად გამოვიდეს, - განაცხადა შტაინმაიერმა.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ქრისტიან-დემოკრატი ნორბერტ რიოტგენი იმავე გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში შტაინმაიერს არ დაეთანხმა. რიოტგენი აცხადებს, რომ სანქციების შერბილების მიზეზები არ არსებობს და ამ სანქციებმა პუტინი უნდა აიძულოს შეცვალოს თავისი პოლიტიკა. დასავლეთი ვერ მიაღწევს რუსული პოლიტიკის ცვლილებებს თუ ასე ადვილად შეცვლის სანქციებს - დასძინა გერმანელმა პარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა "უკრაინის მხარდაჭერის აქტს", რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების უფლებას იძლევა. ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთისათვის სანქციების გამკაცრებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა კანონი მას ანიჭებს დამატებით უფლებამოსილებას და "თუ ამას გარემოება მოითხოვს" ის ამ უფლებებით ისარგებლებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: