დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"ხელისუფლება საკუთარ თავს არ ეკუთვნის"

დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"ხელისუფლება საკუთარ თავს არ ეკუთვნის"

   "გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აცხადებს:

 

   -"დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ თავს არ ეკუთვნის და ის მოქმედებს იმ დირექტივებით, რომელსაც იღებს სხვადასხვა კაბინეტებიდან, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ შეხვდნენ რატიფიცირებაზე სააკაშვილს. იქ მარგველაშვილი ვალდებული იყო გამოეხატა ქართველი ხალხის განწყობა და თუნდაც ლოჟაში მჯდარი სააკაშვილისთვის მიემართა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე და ნუ ემალება მართლმსაჯულებას".

მისი თქმით აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება და ამაში იმ ოპოზიციური სპექტრის ჩართვა, რომელთაც აქვთ ამის შესაძლებლობა და პროექტები.

-"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაკავშირებულია ამ მოლაპარაკების მზაობის გამოცხადებასტან, ახლა საჭიროა ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილებები".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: