"დაბრუნდებიან"-სევდანარევი ნოსტალგია

"დაბრუნდებიან"-სევდანარევი ნოსტალგია

   კინო "რუსთაველში" დოკუმენტური ფილმის "დაბრუნდებიან" ჩვენება გაიმართა. ფილმი ეძღვნება ემიგრანტების ყოფას, მათი ქვეყნიდან გასვლისა და ჩამოუსვლელობის მიზეზებს, საქართველოს დღევანდელ დემოგრაფიულ მდგომარეობას. ფილმს ამშვენებს პატრიარქის მოწოდება ემიგრანტებისადმი. 

   რეჟისორი ზაზა ნანობაშვილი ამბობს, რომ ფილმის ჩვენება ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაზაფხულიდან დაიწყო და უამრავ დადებით ემოციასთან ერთად ემიგრანტებში ტკივილიც აღძრა.  

   -"ეს იყო სიხარულისა და ცრემლების შეხვედრები, ყველას თვალებში სევდანარევი ნოსტალგია იგრძნობოდა"-ამბობს რეჟისორი.

   ქართველმა მაყურებელმა ფილმი დიდი ოვაციით და მონატრებით მიიღო.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: