ირაკლი ღლონტი:-"ისტორია აფასებს გუშინდელ დღეს, იწერება გმირებზე და იწერება მოღალატეებზეც"

ირაკლი ღლონტი:-"ისტორია აფასებს გუშინდელ დღეს, იწერება გმირებზე და იწერება მოღალატეებზეც"

   "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი ალექსანდრე გრიგოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამბობს:

   -"ვიზიარებ ალექსანდრე გრიგოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვით გამოწვეულ მწუხარებას, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

   ვუერთდები საზოგადოებაში არსებულ სამართლიან კრიტიკას თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელი პირების მიმართ და მინდა შევახსენო ყველას ვისაც ეს სჭირდება, რომ საქართველო ყოველთვის იყო გმირების სამყოფელი ქვეყანა, თუმცა გვყავდა შიდა მტრებიც, რომლებიც ავადმუსაიფით შეურაცხყოფდნენ და აზიანებდნენ ქვეყნის ინტერესებს. ისტორია აფასებს გუშინდელ დღეს, იწერება გმირებზე და იწერება მოღალატეებზეც, არავის არ ვუსურვებ უკანასკნელად ნახსენებ რანგში ისტორიის ფურცელზე სამარადისო ადგილის დაკავებას.

   ჩვენ უნდა შევძლოთ გმირების და მათი ოჯახების სათანადოდ დაფასება !

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: