გია გაჩეჩილაძე: " საყდრისზე მაშინ ვისაუბრებ, როცა მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნევის საკითხზე ბუნდოვანება გაქრება"

გია გაჩეჩილაძე: " საყდრისზე მაშინ ვისაუბრებ, როცა მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნევის საკითხზე ბუნდოვანება გაქრება"

   "ივერიონმა"  "მწვანეთა პარტიის" ლიდერს, ბატონ გია გაჩეჩილაძეს საყდრის-ყაჩაღიანის გარშემო ატეხილი  აჟიოტაჟის შეფასება სთხოვა, თუმცა მან შეფასებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ დასძინა, რომ საყდრისზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნევის საკითხზე ბუნდოვანება გაქრება. 

რაც შეეხება შეკითხვას პრეზიდენტ მარგველაშვილზე, რომელიც საყდრისში მიმდინარე სამთამადნო სამუშაოების სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერების მომხრეა, ბატონმა გიამ ასე უპასუხა: მარგველაშვილის გადაწყვეტილებები და მოსაზრებები ჩემთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ვეტო დაადო ე.წ. მოსმენების კანონს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი იყოო.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: