"გადადგეს მინდია ჯანელიძე!"-აქცია თავდაცვის სამინისტროსთან

"გადადგეს მინდია ჯანელიძე!"-აქცია თავდაცვის სამინისტროსთან

   თავდაცვის უწყების მიერ უკრაინაში გარდაცვლილ ჯარისკაცთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას მოსახლეობის ნაწილში პროტესტი მოჰყვა. მათ სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის გადადგომა მოითხოვეს. 

   -,,მსგავსი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ნათლად მიუთითებს უწყების პოლიტიზირებულობაზე, რომელიც ალექსანდრეს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს"- აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

   ცნობისთვის, უკრაინაში  დაღუპული ქართველი სამხედროს,  ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს. ქუთაისის თვითმამართველობის წარმომადგენლები დღეს  გრიგოლაშვილის ოჯახში მივიდნენ და სამძიმარი გამოუცხადეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: