ირაკლი ჩიქოვანი: აღნიშნული განცხადებები უპასუხისმგებლო და საზოგადოებისთვის მძიმე მოსასმენია!

ირაკლი ჩიქოვანი:  აღნიშნული განცხადებები უპასუხისმგებლო და საზოგადოებისთვის მძიმე მოსასმენია!

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც უწყებამ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ გაავრცელა

"განცხადებები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში კეთდებოდა, არის უპასუხისმგებლო, ძალიან მძიმე მოსასმენი საზოგადოებისთვის და ამაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა არსებობდნენ. ვერ ვიტყოდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეფარებიან პრესსამსახურს, არიან სწორი და ზუსტი მაგალითი იმ 30-მდე ქართველი ჯარისკაცისთვის, რომელიც დღეს ემსახურება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: