ირინა სარიშვილი: ეგებ დადუმდეთ მაინც!!! თუნდაც წუთიერი დუმილით პატივისცემის ნიშნად!!!

ირინა სარიშვილი: ეგებ დადუმდეთ მაინც!!! თუნდაც წუთიერი დუმილით პატივისცემის ნიშნად!!!

"თავდაცვის სამინისტროს უსისხლო და უჯიგრო მესვეურებო! შეხედეთ, როგორ ტირის უკრაინა თქვენს თანამოქალაქეს, როგორ პატივს მიაგებს მას და თუ მაინც არ შეგრცხვებათ თქვენი უზნეო განცხადების, ეგებ დადუმდეთ მაინც!!! თუნდაც წუთიერი დუმილით პატივისცემის ნიშნად!!!" - აღნიშნულ კომენტარს  პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს .

"ყველასთვის ცნობილია ჩემი პოზიცია სხვის ომში მონაწილეობასთან დაკავშირებით! მე არ ვთვლი ამას სწორ პოლიტიკად!
ისიც ცნობილია, რომ არც არსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე არ ვარ!
მაგრამ ყველა ადამიანი თვითონ, საკუთარი რწმენის მიხედვით ირჩევს გზას!
როდესაც შენ ქვეყანას მტერი შემოესევა, პოლიტიკის დრო უკვე აღარ არის! როდესაც შენი ქვეყნის შვილი სხვა ქვეყანაში იბრძვის იმ ქვეყნის მოქალაქეთა გვერდით და მათთან ერთად იცავს მათ სამშობლოს, ხოლო შემდეგ იღუპება, არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხო, რომ შენი სამძიმრით შეურაცხყოფა მიაყენო გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს!

თავდაცვის სამინისტროს უსისხლო და უჯიგრო მესვეურებო!
შეხედეთ, როგორ ტირის უკრაინა თქვენს თანამოქალაქეს, როგორ პატივს მიაგებს მას და თუ მაინც არ შეგრცხვებათ თქვენი უზნეო განცხადების, ეგებ დადუმდეთ მაინც!!! თუნდაც წუთიერი დუმილით პატივისცემის ნიშნად!!!
მივმართავ მათაც, ვინც ნაცების სიძულვილით, ყველაფერს, სადაც ნაცს დაინახავს, უკუაგდებს! მე, ბევრი დღევანდელი მეოცნების ან მათი მხარდამჭერისგან განსხვავებით, არასოდეს ვყოფილვარ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, მაგრამ მე გეკითხებით ყველას, უკვე მერამდენედ:
რა უფრო მეტია თქვენში - ნაცების სიძულვილი თუ საკუთარი ქვეყნის სიყვარული, საკუთარი მოქალაქეების დაფასება, საკუთარი თავის და სხვისი, თუნდაც თქვენთვის მიუღებელი პოზიციის თანამოქალაქის, გმირობის და თავგანწირვის დანახვა???" - წერს ირინა სარიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: