ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" "ნდობის ჯგუფის" წევრად ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა წარადგინეს

ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" "ნდობის ჯგუფის" წევრად ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა წარადგინეს

 საქართვველოს პარლამენტში, ფრაქცია თავისუფალმა დემოკრატებმა "ნდობის ჯგუფის" წევრად ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა წამოაყენა.

როგორც ცნობილია, შესაბამისი მიმართვა ბიუროს  გადაეგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ,,თავისუფალი დემოკრატები" ,,ნდობის ჯგუფში" ერთი ადგილის დაკავებას პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით ითხოვენ.
ხუთწევრიან "ნდობის ჯგუფში" ერთი ადგილი ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის არის განკუთვნილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: