ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში თინა ხიდაშელი შევიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში   თინა ხიდაშელი შევიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ დავით ბაქრაძით იქნება წარმოდგენილი.
დელეგაციის ძირითადი შემადგენლობიდან სათადარიგო შემადგენლობაში გადაინაცვლა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. "ნაციონალურ მოძრაობას" ევროსაბჭოს დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში აღარ ეყოლება თინა ბოკუჩავა და იქნებიან ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი.


სიახლეა ისიც, რომ დელეგაციის სათადარო შემადგენლობიდან ძირითად შემადგენლობაში შევიდა დეპუტატი თინა ხიდაშელი.
საპროცედრო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში იქნებიან: თედო ჯაფარიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, თინა ხიდაშელი, დავით ბაქრაძე და ირაკლი ჩიქოვანი. სათადარიგო შემადგენლობაში არიან: ლევან ბერძენიშვილი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: