ხათუნა ლაგაზიძე:"ცხინვალის დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურების ჩვეულებრივი დანაყოფია!"

ხათუნა ლაგაზიძე:"ცხინვალის დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურების ჩვეულებრივი დანაყოფია!"

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმებს რუსეთის სპეცსამსახურებს უწოდებს.

"დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება უკვე არის რუსეთის სპეცსამსახურების ჩვეულებრივი დანაყოფი. ამიტომ არ ველოდები, რომ სამხრეთ ოსეთის დღევანდელი ხელისუფლება გააპროტესტებს ამ ხელშეკრულების დრაფტს. ეს არის პირდაპირი აღიარება რუსეთის მხრიდან, რომ ის იერთებს სამხრეთ ოსეთს და შედეგობრივად, ეს არაფრით განსხვავდება ყირიმის ანექსიისგან", - განაცხადა ლაგაზიძემ.

რუსეთსა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების ტექსტი რუსულ მედიაში დღეს გავრცელდა. დოკუმენტის ხელმოწერა 2015 წლის 25 თებერვალს არის დაგეგმილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: