ზურაბ კიწმარიშვილი: "შესაძლებელია, რაღაც ეტაპზე გარკვეული მოქმედებების ხელმეორედ ჩატარება მიზანშეწონილად ჩავთვალოთ"

ზურაბ კიწმარიშვილი: "შესაძლებელია, რაღაც ეტაპზე გარკვეული მოქმედებების ხელმეორედ ჩატარება მიზანშეწონილად ჩავთვალოთ"

"შესაძლებელია რაღაც ეტაპზე დადგეს იმის საჭიროება, რომ ჩვენ და პროკურატურამ  ჩავთვალოთ  მიზანშეწონილად გარკვეული მოქმედებების ხელმეორედ ჩატარება უფრო კვალიფიციური სპეციალისტების მიერ"-  აღნიშნული განცხადება ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა გააკეთა.

"რა თქმა უნდა ჯობდა თუკი კვალიფიციურ სპეციალისტებს მოვიძიებდით და დავახმარდით გამოძიების პროცესს, მაგრამ ეს წარსულშია. თუმცა ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის დაგვიანებული, შესაძლებელია რაღაც ეტაპზე დადგეს იმის საჭიროება, რომ ჩვენ და პროკურატურამ  ჩავთვალოთ  მიზანშეწონილად გარკვეული მოქმედებების ხელმეორედ ჩატარება უფრო კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. არ არის გამორიცხული, რომ ასეთ სპეციალისტი საზღვარგარეთ ვნახოთ. "- აღნიშნა ზურა კიწმარიშვილმა.
 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: