ირაკლი ღარიბაშვილი: "მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღეს მე ვარ მთავრობის მეთაური"

ირაკლი ღარიბაშვილი: "მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღეს მე ვარ მთავრობის მეთაური"

ძალიან რთულია, გიპასუხოთ,სად ვხედავ ჩემს თავს ამ ოცი წლის განმავლობაში. მე არც არჩევნების დროს და შემდეგ დამინახავს ჩემი თავი, სად ვიქნებოდი. განვითარდა მოვლენები ისე, რომ დღეს მე ვარ მთავრობის მეთაური - განცხადება ამის შესახებ  ირაკლი ღარიბაშვილმა  წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

"შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება 20-30". მინდა გითხრათ, რომ ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხდება ქვეყნის გარდაქმნა, ევროპეიზაცია. ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო. ძალიან რთულია, გიპასუხოთ, სად ვხედავ ჩემს თავს ამ ოცი წლის განმავლობაში. მე არც არჩევნების დროს და შემდეგ დამინახავს ჩემი თავი, სად ვიქნებოდი. განვითარდა მოვლენები ისე, რომ დღეს მე ვარ მთავრობის მეთაური. ხვალ და ზეგ როგორ ვიქნები, ეს დამოკიდებულია ჩვენს საქმიანობაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: