1 530 ადამიანი საქართველოს პრეზიდენტისგან საახალწლო საჩუქრის სახით ფულად დახმარებას მიიღებს

1 530 ადამიანი საქართველოს პრეზიდენტისგან  საახალწლო საჩუქრის სახით ფულად დახმარებას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც ხადაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მზრუნველობასმოკლებულები, სოციალურად დაუცველები და მიუსაფარი ბავშვები გიორგი მარგველაშვილისგან საახალწლო საჩუქრის სახით ფულად დახმარებას მიიღებენ.  საერთო ჯამში 1530 ადამიანის დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი გამოიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშული ადამიანებიდან 411 მოხუცებული და შშმ პირია, 349 - მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი, 424- ოჯახთან რეინტეგრაციის პროცესში მყოფი, 206 -ნათესაობით მინდობით აღზრდაში მყოფი პირი, 31 ბავშვი ბერი ანდრიას თავშესაფრის და 109 ბავშვი სკოლა პანსიონის აღსაზრდელი.
"თითოეულ ადამიანზე გამოიყო 700 ლარი, რომელიც უმეტესობას სოციალური სააგენტოს მეშვეობით პირად ანგარიშზე ჩაერიცხა. ხოლო საოჯახო ტიპის სახლები, ბერი ანდრიას ფონდისა და მეფე თამარის პანსიონის აღსაზრდელებისთვის თანხები ჩაერიცხათ თავად დაწესებულებებს, რომლებიც შემდგომში ამ დახმარებას ბავშვებს თავად გაუნაწილებენ", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს ერთ-ერთ იმ დაწესებულებაში პირადად იმყოფებოდა, რომელთა ბენეფიციარებმაც მისგან საახალწლო საჩუქრის სახით ფულადი დახმარება მიიღეს. გიორგი მარგველაშვილი თავშესაფარში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
"ადამიანების მხრიდან მზრუნველობა აქ ძალიან კარგად ჩანს. მოხუცები მოვლილები, ხალისიანები არიან, თვალებში სითბო აქვთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც დავბერდებით", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: