ეკა ბესელია: "2014 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესული იყო"

ეკა ბესელია: "2014 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესული  იყო"

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს აბარებს. ღონისძიებაში მონაწილეობს სახალხო დამცველი.

 

მიმდინარე წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესული იყო, არის სიახლეები აღმასრულებელი უწყებების საპარლამენტო კონტროლის კუთხით და მთავრობის ანგარიშვალდებულების მიმართულებით. აღნიშნულზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის  უფლებათა დაცვის  კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოქალაქეთა მომართვიანობის თვალსაზრისით ლიდერი კომიტეტია.

"მიმდინარე წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესული იყო, არის სიახლეები აღმასრულებელი უწყებების საპარლამენტო კონტროლის კუთხით და მთავრობის ანგარიშვალდებულების მიმართულებით. არის გამოწვევბიც და მომავალი წლის პრიოროტეტი იქნება კომიტეტის მუშაობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, იგეგმება მართლმსაჯულების, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, რაშიც კომიტეტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: