მანანა ნაჭყებიას მიერ დანახული პოზიტივი და ნეგატივი

მანანა ნაჭყებიას მიერ დანახული პოზიტივი და ნეგატივი

"ივერიონის" პრესკლუბში "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ 2014 წელი შეაფასა და განაცხადა, რომ ამ წელს უფრო ნეგატიური პროცესები იყო, ვიდრე პოზიტიური. მისივე თქმით ქვეყანაში ოხდა ბევრი რამ, რაც სახელმწიფოს დემოკრატიის გზაზე აყენებს.
-"მიუხედავად ბუნდოვანი განცხადებებისა, პოზიტივში უნდა ჩაეთვალოს ხელისუფლებას რატიფიცირების ხელმოწერა და ევროპისკენ სავალი კურსის გაფართოება, მე ვთვლი, რომ ერთი კაცის მმართველობა არის ძალიან ცუდი, ამიტომ პოზიტიურია კოალიციიდან ცალკეული ძალების ცალკე გამოყოფა და გაჩნდა შესაძლებლობა რომელიღაც ძალამ არ დაუჭიროს მხარი ერთი კაცის გადაწყვეტილებას. ასე ნელ-ნელა მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, რაც ართლაც რომ სჭირდება დღეს საქართველოს. პოზიტივია ისიც, რომ მეტ-ნეკლებად დამოუკიდებელ ფიგურას ვიღებთ პრეზიდენტის სახით. პოზიტივის ისიც, რომ პრეზიდენტს შეუძია ვეტო დაადოს და ვეტო შესაძლებელია ძნელი დასაძლევი გახდეს.
ნეგატივად რჩება ისევ და ისევ ერთი კაცის მმართველობა, ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ, რომ მთელი რიგი გადაწყვეტილებები და საკადრო ცვლილებები მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. ნეგატიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ქვეყანა წინ ვერ წავიდა ეკონომიკურად, ვერ იგრძნეს ადამიანებმა საკუთარ თავზე სიკეთე, ნეგატიური იყო ვალუტის კურსის ვარდნა, პენსიის 10 ლარით მომატება და ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მთავრობას ეს მატება დახვდა ბიუჯეტში და ხომ არ იტყოდნენ, დაგვხვდა და ჩვენ ამოვიღეთო, ნეგატიურია ხელფასების არ მატება და საჯარო პირების პრემიებისა და დანამატების ისევ ზრდა. სამწუხაროა, რმ 6 თვის მანძილზე მოსახლეობამ ვერ იგრძნო საკრებულოს მუშაობა და ვერც მე დავინახე ნამდვილად. მე ვთვლი, რომ ეს არის ამ ადამიანების პირდაპირი მცდელობა ჯიბეში ჩაიდონ ფული და ისარგებლონ იმ მომებტით, სანამ ისინი საკრებულოს წევრები არიან. საკმაოდ ნეგატიური მოვლენები განვითარდა საყდრისის გარშემოც და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ამ მთავრობის უსუსურობას".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: