დავით ნარმანია: "პროექტი სახელწოდებით "პანორამა თბილისი" არ არსებობს"

დავით ნარმანია: "პროექტი სახელწოდებით  "პანორამა თბილისი" არ არსებობს"

 თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განმარტა, რომ პროექტი სახელწოდებით "პანორამა თბილისი" არ არსებობს და მერიაში კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტმა" მის კუთვნილ ტერიტორიაზე სტატუსის მცირედით კორექტირებასთან დაკავშირებით პროექტი შეიტანა.

"პროექტი სახელწოდებით  "პანორამა თბილისი" არ არსებობს. ჩვენთან შემოიტანა კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტმა" მის კუთვნილ ტერიტორიაზე სტატუსის მცირედით კორექტირებასთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც საბჭოზე განიხილეს და საბჭოს რეკომენდაცია გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს. ყველაფერი კანონმდებლობის სრული დაცვით არის განხორციელებყული. მე ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟი ამ პროცესს არ უნდა მოჰყვეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სჭირდებათ თბილისს, თბილისელებს, დასაქმების, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის, ეკონომიკური ზრდის და საინვესტიციო თვალსაზრისით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: